ახალი ამბები

31 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული დუმილს არღვევს

31 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დუმილს არღვევს. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე  ზურაბ კახიშვილმა პროკურორს, ორ-წლიანი დუმილის შემდეგ, სიტყვა შეაწყვეტინა და მის ნათქვამს  ტყუილი უწოდა.  

“არანაირი შეხება ზურაბ კახიშვილს ამ მკვლელობასთან არ აქვს. ნიადაგის კვალიც კი არ არის აღმოჩენილი მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, სადაც მკვლელობა მოხდა. მიკრონაწილების ექსპერტიზით არანაირი თანამონაწილეობა გარდაცვლილსა და კახიშვილს შორის არ არსებობს. არანაირი სათვალთვალო კამერები არსებობს, როგორ გადაადგილდა ღამე, კახიშვილი რასაც ქეთევან ჩხაიძე ამტკიცებს, თუმცა ის კამერები, რომელსაც შეეძლო ეს დაეფიქსირებინა, პროკურატურამ არ ამოიღო”, – აცხადებს ზურაბ კახიშვილის ადვოკატი.

მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ ახლაგაზრდა კაცი ცოლმა მოკლა. მას მოლოდინი აქვს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება ამ საქმეში ყველაფერს შეცვლის.

პროკურატურას კი ელის, რომ ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელი დარჩება. 

შემდეგ სასამართლო სხდომა 29 ივნისსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა ორი წლის წინ, 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.