გორში საქორწილო და სადღესასწაულო კაბების ჩვენება მოეწყობა.
სამკერვალო “ბამანე” ჩვენებას ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში აწყობს.
ღონისძიება 28 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება და როგორც “ბამანეს” ანონსიდან ჩანს, დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
“ბამანე” ქეთევან კვაჭანტირაძემ შექმნა. ის მესამე დონის სპეციალისტია და ამ საქმეს პროფესიულ დონეზე 28 წლის ასაკში დაეუფლა.
ამავე თემაზე: ბამანეს კუთხე – ქეთევან კვაჭანტირაძის ისტორია
დატოვეთ კომენტარი