ახალი ამბები

გორიჯვარში, ე.წ “კაკლების” ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე გაიხსნა

სოფელ გორიჯვარში, ე.წ ,,კაკლების“ ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე გაიხსნა. გორის მერიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებაზე სასკოლო ტურისტული კლუბების წევრები ტურიზმის განყოფილების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა შემეცნებით – გასართობ აქტივობებში ჩაერთნენ.

აღნიშნულ სივრცეში მოეწყო მაგიდები, სკამები, ფანჩატური და საცეცხლური, ასევე მოპირკეთდა წყარო.

ინფორმაციისთვის, საპიკნიკე სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარამდე დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი