ახალი ამბები

ხაშურში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გაიხსნა

ხაშურში “საზოგადოება ბილიკის” ინიციატივით, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გაიხსნა. 

როგორც გახსნის ცერემონიაზე ითქვა, ცენტრი საწყის ეტაპზე 0 დან 7 წლამდე განვითარების ეტაპების დაყოვნების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებს მოემსახურება. 

“ცენტრი საწყის ეტაპზე მოემსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს – სოციალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში 0 დან 7 წლამდე განვითარების ეტაპების დაყოვნების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებს.”

ორგანიზაცია შემდეგ ეტაპზე გეგმავს, რომ სერვისები 0 დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე მოზარდებისთვისაც შეიმუშაოს. 

“შემდეგ ეტაპზე კი დაგეგმილია ზემოთ აღნიშნული პროგრამის ერთ – ერთი  ქვეპროგრამის რეაბილიტაცია / აბილიტაციის დამატება, რომლის ფარგლებშიც უკვე მოვემსახურებით 0 დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციარებს.”

აღნიშნული ცენტრისთვის საზოგადოება ‘ბილიკს” ფართი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზურფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. ,ცენტრის აღჭურვა,  რეაბილიტაცია და გარემონტება კი ორგანიზაციამ “ადრა საქართველოს” მხარდაჭერით შეძლო. 

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ხაშურში, თამარ მეფის ქუჩის #1 ში, მუსიკალური სკოლის შენობაში იფუნქციონირებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.