სასამართლომ ბათილად გორის მერის კიდევ ერთი გადაწყვეტილება ცნო – ამჯერად, სასამართლომ გააბათილა ის ბრძანება, რომლითაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერიის ზედამხედველობის სასმახურის თანამშრომელი დავით ჭილაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.
ჭილაძის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავდა.
“ბათილად ცნო სასამართლომ ბრძანება, თუმცა სამწუხაროდ, საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა მერიას, რაც დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის პროცესს გააჭიანურებს დროში”, – აღნიშნავს იურისტი.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიის ზედამხედველობის სასმახურის თანამშრომელი დავით ჭალიძე გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. შესვენებაზე გასული, მერიაში უკან აღარ შეუშვეს და სამსახურიდან დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ ჭალიძე სოციალურ ქსელში აქტიური იყო და იმ პერიოდში აზიარებდა კრიტიკული მედიის სიუჟეტებს, წერდა ფეისბუქ-პოსტებს, სადაც მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. თავად, გათავისუფლების მიზეზს, სწორედ აღნიშნულ ფაქტებს უკავშირებს.