ბლოგები

საკლუბო მუშაობის როლი სწავლა-სწავლების პროცესში

ავტორი: ლიკა მელთაური, გორის მე-11 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი 

როცა ვსაუბრობთ თანამედროვე განათლების გამოწვევბსა და საჭიროებებზე, მართვის სტრატეგიების შესახებ, არაფერი გამოვა თუ მხოლოდ საკლასო გარემოს გამოვიყენებთ და  სტანდარტულ გაკვეთილებს ჩავატარებთ. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალური განათლების შეტანას სკოლებში. 

მოსწავლეების აზრით, არაფორმალურ გარემოში თავისუფლები არიან აზრის გამოთქმისას, კითხვების დასმისას და არ ეშინიათ შეცდომების, რადგან იციან, რომ ასეთ გაკვეთილებზე უარყოფით ნიშანს არ მიიღებენ.

უმრავლესობამ გულახდილად თქვა, რომ სტანდარტული გაკვეთილები მოსაწყენია და არ უნდათ მხოლოდ თეორიული ცოდნის დაზეპირება. მათ მოსწონთ არაფორმალურ გარემოში გაკვეთილების ჩატარება. თვლიან, რომ ასე უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელია ინფორმაციის მიღება.

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ არაფორმარული განათლების ერთ-ერთ აპრობირებულ ფორმას, რომელიც შემდგომ კონკრეტული გაკვეთილების მსვლელობას ბევრად საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

საკლუბო მუშაობა

კლუბი საერთო ინტერესების და მისწრაფებების მქონე მოსწავლეების მიერ იქმნება. მასწავლებელი და სკოლა კი მათი მრჩევლის, მხარდამჭერის ფუნქციას ითავსებს და იმ იდეების განხორციელებაში ეხმარება მათ, რომლებიც საკლუბო მუშაობის დროს ჩნდება.

საკლუბო მუშაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან აქ:

  • ყველანაირი შესაძლებლობების მოსწავლეებს აქვთ საშუალება ჩაერთონ აქტივობებში მათი უნარების მიხედვით;
  • იციან, რომ აქ ნიშნებით არავინ შეაფასებს,  ამიტომ უფრო გამბედავები არიან;
  • აქვთ მეტი თავისუფლება აზრის გამოთქმისას, მსჯელობისას, დასკვნების გამოტანისას;
  • სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას და არ ერიდებიან ექსპერიმენტებს;
  • ახდენენ ცოდნის ტრანსფერს.
  • მთავარ მიგნებად მაინც ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ არაფორმალური განათლება მრავლისმომცველია, მრავალფეროვანია თავისი მეთოდებით, სხვადასხვა გარემოთი და თემებით;
  • კლუბის მუშაობას ერთგვარად სისტემაში მოყავს მთელი ცოდნა, რომელიც მოსწავლეს აქვს;
  • ვცდილობ, წარმოვაჩინო, საკლუბო მუშაობის ფორმების დადებითი შედეგები და მნიშვნელობა, რაც პრიორიტეტული გახდება არა მხოლოდ ჩვენი სკოლისთვის, არამედ სხვებისთვისაც, რადგან ასეთი ტიპის

აღსანიშნავია ისიც, რომ საკლუბო მუშაობა სკოლებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს  შორის თანამშრომლობასაც გულისხმობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს რელობაში არსებობს – სკოლების ნაწილი მატერიალურ – ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მოდერნიზებული თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, არ არის კლასკაბინეტები, შესაბამისად პარტნიორი ორგანიზაციების მატერიალური რესურსები შეიძლება მოსწავლეთა სასიკეთოდ და სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, სკოლებში ვხვდებით სხვადასხვა პრობლემების, სირთულეების და გამოწვევების მქონე მოსწავლეებს – მოსწავლეთა ეთნიკური შემადგენლობა მრავალფეროვანია; მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი სოციალურად დაუცველია; სკოლის მოსწავლეთა დიდი რაოდენობა როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად მეურვეების ზედამხედველობის ქვეშ არის; მათი მშობლები ან წასულები არიან საზღვარგარეთ, ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, რაც მტკივნეულად აისახება მათ ფსიქიკაზე, სწავლის ხარისხსა და სოციალურ ქცევაზე. – ამ ჯგუფის მოსწავლეებისთვის საკლუბო მუშაობა ქმნის ცოდნის მიღების და თავის გამოხატვის კომფორტულ შესაძლებლობას, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა გაერთიანდნენ იმ კლუბში, სადაც თანამოაზრეებს ხედავენ.

არაფორმალური განათლებით დაინტერესება კი შემდგომში საგაკვეთილო პროცესსაც აუმჯობესებს, რადგან ის განათლების მიღების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებას უკეთებოსიკენ ცვლის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები