ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებისთვის, ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს:
- დამატებით ავტოსადგომების მოწყობა პარკის შესასვლელში;
- ამფითეატრის მოწყობა;
- სკეიტის პარკის მოწყობა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს შესასვლელის აღმნიშვნელი სტელის, დაცვის ჯიხურის, ამფითეატრთან მისასვლელი ბილიკის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას.
სამუშაოებისთვის 1 187 390 ლარია გამოყოფილი.
დატოვეთ კომენტარი