“ქართულმა ოცნებამ” პარტიული კონფერენციები ჩაატარა ქარელსა და ხაშურშიც. კონფერენციაზე ჩავიდნენ პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე.
შეხვედრაზე, რომელსაც მერიის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, რაიონული ოფისების თავმჯდომარეები აირჩიეს.
ორივე მუნიციპალიტეტში, პარტიის ოფისებს მერები, თენგიზ ჩიტიაშვილი და ზაზა გულიაშვილი უხელმძღვანელებენ.
მერი აირჩიეს პარტიის რაიონული ოფისის ხელმძღვანელად გორშიც.
ამავე თემაზე: “ქართული ოცნების” გორის ოფისის თავმჯდომარედ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აირჩიეს
დატოვეთ კომენტარი