გორიდან უფლისციხემდე ველომარათონი გაიმართება.
“უფლისციხე 2023” 25 ივნისს არის დაგეგმილი. ველომარათონი 08.00 საათზე, საკრებულოს შენობასთან შეკრებით დაიწყება.
- 08:00 – შეკრება, სტალინის გამზ #16, საკრებულოს შენობა
- 08:30 – ინსტრუქტაჟი
- 09:00 – გასვლა
- 10:30 – უფლისციხის მონახულება
- 12:00 – იოგას სესია დამწყებთათვის
- 13:00 – გორის თეატრის სახალისო პერფორმანსები
- 14:30 – უფლისციხიდან გორისკენ წამოსვლა
“ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 15 წლიდან ზემოთ. მონაწილეებმა სასურველია თან იქონიოთ საკუთარი ველოსიპედი, პარალონი და წყალი”, – აღნიშნავს გორის მერია.
მისივე ცნობით, ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს, უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის, გორის ველომოყვარულთა კლუბის, სოფიოგას და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით იმართება.
დატოვეთ კომენტარი