გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში შვილმა მოხუცი მამას სცემა.
“მოზაიკას” აცნობეს, რომ შვილმა მამას თავში ჭიქა ჩაარტყა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
მომხდარს არ ადასტურებენ შსს-ში. უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ.
დატოვეთ კომენტარი