ქარელის მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღში საზაფხულო არდადეგები 16 ივლის დაიწყება.
ბაღების გაერთიანების ცნობით, საზაფხულო ბაღები მუნიციპალიტეტში არც წელს იმუშავებს.
“საზაფხულო ბაღები ქარელში არ იმუშავებენ, ამის მოთხოვნა არ ყოფილა”, – გვითხრეს გაერთიანებაში.
საზაფხულო არდადეგები ქარელში 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი