გორის რაიონულ სასამართლოში იოსებ მაისურაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ბრალად ედება ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ფიზიკური ძალადობა.
სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
“ჩვენ მოვითხოვეთ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების ფორმა, პატიმრობა. ჩვენს შუამდგომლობა და მოსაზრებები სრულად გაიზიარა მოსამართლემ. შესაბამისად, ბრალდებულს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ჩვენ პატიმრობა მოვითხოვეთ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე”, – განაცხადა საქმის პროკურორმა , დავით გუმბერიძემ.
ინფორმაციისთვის, იოსებ მაისურაძე სამართალდამცავებმა 2 დღის წინ დააკავეს. ის გორთან ახლოს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა, რომ ეს მან ჩაიდინა.