ელენე ბრეგვაძის პერსონალური გამოფენა პარიზში მოეწყობა. ახალგაზრდა ხელოვანი წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისიდანაა.
მისი ნახატების პერსონალური გამოფენა პარიზში 19-24 ივლისსაა დაგეგმილი.
“ქართულ – ფრანგული კულტურის დღეების ფარგლებში ქართული დელეგაცია პარიზში მიემგზავრება. ქართული დელეგაციის საპატიო წევრი გახლავთ მომავალი მხატვარი და უნიჭიერესი ხელოვანი ელენე ბრეგვაძე. აკადემია “გვირილა” წარადგენს ელენეს პერსონალურ გამოფენას პარიზში”, – წერია აკადემიის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი