“თუ თარაშმა არა, მაშინ მითხრან, ვინ დაარტყა ჩემ შვილს”, – ამბობს რესტორან “ჟოზეფში” მომხდარი ჩხუბის შედეგად დაღუპული ერეკლე თედლიაშვილის მამა.
ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
“აღარც დავესწარი განაჩენის გამოტანას. ჩემი იქ ყოფნით მაინც აღარაფერი შეიცვლებოდა და რა აზრი ჰქონდა, ჩემ იქ ყოფნას. მოსამართლემ მთლად ბრალი არ მოუხსნა თარაშ კანდელაკს, მაგრამ რაღაც ხულიგნობაში გაუტარა. მე შვილს ვეღარავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. ვერ გავიგე, მაშ ვინ მოკლა ჩემი შვილი, ვინ დაარტა. თუ იმან არა, თუ ამან არა, მაშინ ვინ?! მე ვერ გავიგე ამ კითხვებზე სასამართლოსგან პასუხი”, – გვითხრა ირაკლი თედლიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი