კლინიკა “იავნანადან” გათავისუფლებულმა თანამშრომელმა კლინიკას სასამართლო დავა მოუგო.
სასამართლო გადაწყვეტილებით, სს “იავნანამ” სრულად აუნაზღაურა კომპენსაცია და განაცდური ხელფასი უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს. მის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
“2023 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სს „იავნანიდან“ უკანონოდ გათავისუფლებული თ.ბ.-ს კომპენსაციის ოდენობის ნაწილში წარდგენილი საკასაციო საჩივარი. რაც შეეხება სს „იავნანას“, მან აღარ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც მას უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის თ.ბ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურისა და აღდგენის შეუძლებლობის გამო განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა”, – ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცეტნრის განცხადებაში.
საბოლოოდ, დამსაქმებელმა აღასრულა სსამართლოს გადაწყვეტილებები და დაკისრებული კომპენსაცია და განაცდური სრულად აუნაზღაურა დასაქმებულს.