გორის მერიიც ცნობით, ბოშური აღარაა დატბორილი და ამ დროისთვის, ცენტრალური გზაც გაწმენდილია.
“ამ დროისთვის, მდინარე ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და სოფელი აღარაა დატბორილი. ამ ეტაპისთვის უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზა და სამუშაოები სოფლის შიდა უბნებში მიმდინარეობს”, – წერს გორის მერია.
ბოშურში, სადაც 14 ივნისს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ისევ გრძელდება. ადგილზე რჩება სპეც. ტექნიკაც.
დატოვეთ კომენტარი