ახალი ამბები

შიდა ქართლის ხუთმა სკოლამ USAID-ის კონკურსში გაიმარჯვა 

შიდა ქართლის ხუთი სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კონკურსის  გამარჯვებული გახდა. 

კონკურსის გამარჯვებული სკოლები არიან: 

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა;
  • გორის #12 საჯარო სკოლა;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლა;
  • გალაკტიონ ტაბიძის სახ. ხაშურის # 6 საჯარო სკოლა;
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახ. სურამის # 2 საჯარო სკოლა,

გამარჯვებულები ერთმანეთს ლიდერი სკოლების ფორუმზე შეხვდებიან, სადაც სხვა სკოლებს გაუზიარებენ გამოცდილებას მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობისა და სკოლის მართვაში დემოკრატიული მიდგომების შესახებ.  გარდა ამისა, ისინი საჩუქრად სხვადასხვა სახის კომპიუტერულ ტექნიკას მიიღებენ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი