ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცეტნრი შიდა ქართლში რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის წელსაც გორის მე -3 საჯარო სკოლაში განთავსდება. საგამოცდო ცენტრის მომზადება 20 ივნისიდან დაიწყება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქვეყნის მასშტაბით ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად 45 000 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
გამოცდები 3 ივლისიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი