ახალი ამბები

გორელ ძიუდოისტს გიორგი პაპუნაშვილს ფოიერვერკი ხელში აუფეთქდა

გორელ მოჭიდავეს გიორგი პაპუნაშვილის ხელში ფოიერვერკი აუფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ დავით ავალიშვილი ავრცელებს.

„ჩვენი გორელი ფალავანი და ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე, გიორგი პაპუნაშვილი. სამწუხაროდ, დაზიანდა ფოიერვერკის გამო, რომელიც გიოს ხელში აუფეთქდა. იმიტომ ვდებ ამ პოსტს, რომ ჩვენი ფალავნის ტრაგიკულ მაგალითზე, ჩვენ უფროსებმა, მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა, არ უნდა დაუშვათ ის, რომ ბავშვებს ასეთი ფოიერვერკი ვუყიდოთ დაბადების დღეებზე, ან სხვა რაიმე დღესასწაულებზე რადგან, ასეთი აფეთქების გამო, მილიონობით ხალხი დასახიჩრდა”, – წერს დავით ავალიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები