ახალი ამბები

აღაიანთან სამგზავრო ავტობუსი დაიწვა 

სამგზავრო ავტობუსი დაიწვა გვიან ღამით ავტობანის აღაიანის მონაკვეთზე. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მთლიანად განადგურდა კომპანია მეტროს ეკუთვნოდა. უცნობია რა გახდა აალების მიზეზი.

როგორც მგზავრები ყვებიან, კვამლი პირველად ავტობუსის უკანა ნაწილში შენიშნეს და მალევე მოახდინეს რეაგირება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპაატრულო პოლიციის ბრიგადები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.