გორის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მიხეილ გაბრიელიძე ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლის.
სკოლის ინფორმაციით, ის ორ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა არჩევანი მისისიპის უნივერსიტეტზე შეაჩერა. მან ასევე მოიპოვა ოთხწლიანი კურსის დაფინანსებაც.
“სიამაყითა და სიხარულით გაცნობებთ,რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში! იგი წარმატებით ჩაირიცხა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა New York University Shanghai და Mississippi State University. მან არჩევანი Mississippi State University -ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს.აღსანიშნავია ისიც,რომ მიხეილმა მოიპოვა $300000 დაფინანსება ოთხი აკადემიური წლის განმავლობაში”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.