ახალი ამბები

ბაკურიანში “საზაფხულო ბანაკისთვის” მონაწილეთა შერჩევა დაიწყო 

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში “საზაფხულო ბანაკი 2023’’ იხსნება, – ამის შესახებ განცხადებას გორის მერია აქვეყნებს. 

უწყების ცნობით,  ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება და მათი შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე მოხდება. აპლიკაციების შევსება მსურველებს 30 ივნისამდე შეეძლებათ.

“პროექტში მონაწილეობას შეძლებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით. მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.  ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება”, – წერს გორის მერია და სააპლიკაციო ფორმის ბმულზე ავრცელებს: https://docs.google.com/…/1FAIpQLScxoqT9YdciI9…/viewform

განცხადების მიხედვით, ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:

  • ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
  • პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება;
  • პროექტების წერა;
  • ემოციური კაპიტალი;

“გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც. თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი