გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში “საზაფხულო ბანაკი 2023’’ იხსნება, – ამის შესახებ განცხადებას გორის მერია აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება და მათი შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე მოხდება. აპლიკაციების შევსება მსურველებს 30 ივნისამდე შეეძლებათ.
“პროექტში მონაწილეობას შეძლებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით. მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება”, – წერს გორის მერია და სააპლიკაციო ფორმის ბმულზე ავრცელებს: https://docs.google.com/…/1FAIpQLScxoqT9YdciI9…/viewform
განცხადების მიხედვით, ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:
- ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
- პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
- ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება;
- პროექტების წერა;
- ემოციური კაპიტალი;
“გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც. თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.