გიორგი ბერუაშვილი ტრანსატლანტიკურ ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტი გახდა. მან აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სტიპენტია მოიპოვა.
გიორგი წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდან არის. სტიპენდიის მისაღებად, მან განაცხადი 2022 წელს შეავსო და 2 000-ს აპლიკანტიდან ერთ-ერთი გახდა, ვინც პროგრამის მონაწილედ შეირჩა.
ტრანსატლანტიკური ლიდერთა პროგრამა 2012 წელს ამოქმედდა შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ. პროგრამა შექმნილია იმ ახალგაზრდა ლიდერების გასაძლიერებლად, რომლებიც მოტივირებულნი არიან სამოქალაქო ჩართულობის საჯარო პოლიტიკის გამოყენებით ხელი შეუწყონ ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას.
ტრასატლანტიკური ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამას მხარს უჭერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის საელჩოები ბრიუსელში, მადრიდში, ოსლოში, პარიზში და ჰააგაში, Meridiam Endowment Fund, ღია საზოგადოების ფონდები, KfW და Fundación ONCE.