სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, ე. წ. “იორამის გორას” მიდამოებში სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14 ცხენოსანი.
- შეჯიბრში პირველი ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა;
- მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი გავიდა;
- მესამე ადგილი კი თვალადელ გიორგი კაციაშვილს ერგო.
საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა.
კასპის მერიის ცნობით, ღონისძიება მიეძღვნა ქართული ტრადიციების აღდგენას და მის დამკვიდრებას.
დატოვეთ კომენტარი