შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ორ წელში 3 497 ცხოველი შეიყვანეს. ამ მონაცემებს თავად სააგენტო ავრცელებს.
“2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში სულ 3 497 ცხოველია შემოყვანილი”, – განმარტავენ უწყებაში.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, სააგენტოში შინაური ცხოველები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მიჰყავთ და ორი წლის მონაცემები ასეთია:
- გორიდან – 1830;
- ხაშურიდან – 740;
- ქარელიდან – 448 ;
- კასპიდან – 475.
სააგენტოს ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში კასტრაცია-სტერილიზაცია 2672 ცხოველს ჩაუტარდა:
- გორიდან – 1 611;
- ხაშურიდან – 583;
- ქარელიდან – 339;
- კასპიდან – 375;
“ხოლო 325 ცხოველს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო მანიპულაციები, ამპუტაცია, ტვავმების დამუშავება”, – განმარტავს სააგენტო.
დატოვეთ კომენტარი