რუსეთის “კეთილი ნება” იყო, რომ არ შემოვიდნენ. 5 ქვეყნის პრეზიდენტები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ჩემი აზრით, მაინც ეგრე იქნებოდა, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტების მაშინდელი ჩამოსვლა საქართველოსთვის უშედეგო და უსარგებლო აღმოჩანდა.
” რა გააკეთა იმ 5-მა პრეზიდენტმა, რაც ჩაიწერა გაკეთდა რამე? შესრულდა? დააბრუნეს ის მიწები? ის შეშფოთება და ის რეზოლუციები, რომელიც მიღებულია, რა მივიღეთ, არაფერი, პირიქით აგერ მცოცავი ოკუპაციაა”, – განაცხადა რაზმაძემ.
მისი თქმით, 2008 წელს საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დარჩა, ახლა კი ქვეყნის მდგომარეობას, ის ასე აღწერს:
“ფაფაზე პირდამწვარიო, დოს სულს უბერავდაო. აი ესა საქართველოს საქმე, 2008 წელს ჩვენ ფაქტობრივად მარტო დავრჩით”, – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.