ბლოგები

რა არის ბაიასი და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დაძლევა?

ავტორი: ნელი  პეტრიაშვილი

ბ ა ი ა ს ე ბ ი – მცდარი წარმოდგენა/შთაგონება/მიკერძოება

რწმენა თუ ფაქტი/რეალობა –ხშირად ადამიანები, საკუთარი რწმენის გამო რეალურ ფაქტებს უარყოფენ, არ ფიქრობენ იმაზე, როდის ჩამოუყალიბდათ ასეთი რწმენა-წარმოდგენა. უჭირთ არსებულ რწმენას თავი დააღწიონ არგუმენტებით დასაბუთებული ჭეშმარიტების მიუხედავად.

21-ე საუკუნის სამყაროში ცხოვრება სტრესულია, ბაიასები კი უფრო მეტად ამძიმებს ადამიანის ყოველდღიურობას. 

ბაიასები სხვადასხვა ტიპისაა:

  • კოგნიტური ბაიასი –აზროვნების სისტემური შეცდომა, რომელიც ჩნდება ინფორმაციის გადამუშავებისა და თავისებური ინტერპრეტაციის პროცესში, რაც გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებასა და განსჯაზე.
  • დადასტურებული ბაიასი– ბაიასი, რომლის დროსაც ერთსა და იმავე ფაქტს ორი ადამიანი სხვადასხვა კუთხიდან უყურებს და სხვადასხვანაირად აღიქვამს, მართებული ჰგონია მხოლოდ საკუთარი პოზიცია. ეს ყველაფერი შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
  • ჯგუფური ბაიასი/მიკერძოება ჯგუფისადმი  – ჯგუფური მუშაობის დროს, როდესაც მონაწილეები ნაწილდებინ გუნდებში, ადამიანები თვლიან, რომ არიან მიუკერძოებლები, მაგრამ მაინც უჩნდებათ სურვილი იყვნენ იმ გუნდის წევრი, რომელშიც არიან სხვადასხვა ნიშნით მისთვის პოპულარული ადამიანები.
  • ეგოისტური ბაიასი  –ზოგჯერ ადამიანი თვლის, რომ ყველა მისი წარუმატებლობა  გარე ფაქტორებითაა განპირობებული, ემდურის გარშემო მყოფებს და არ უნდა დაიჯეროს, რომ საკუთარ წარუმატებლობაზე თვითონაა პასუხისმგებელი, არ სურს დაფიქრდეს საკუთარ ქმედებებზე, არ უნდა გაიაზროს, რომ თავადაა საკუთარი წარმატების წარმმართველი.
  • პესიმისტური ბაიასი– ადამიანებს ხშირად   იპყრობთ უარყოფითი ფიქრები, კარგ სიტუაციაშიც კი შეპყრობილნი არიან უარყოფითი მოლოდინით, დროთა განმავლობაში ეს ხასიათში გადასდით და ხდებიან პესიმისტები. 

პესიმისტი ადამიანიანი ამ ხასიათს იყენებს იმედგაცრუებისგან თავის დასაცავად.  პესიმიზმი კი შეიძლება გახდეს დეპრესიისა და შფოთის მიზეზი.

ბაიასების დაძლევის ინტერვენციების ნაბიჯები:

  • ბაიასების ტიპების გამოვლენა;
  • საკუთარი და სხვისი ბაიასების ამოცნობა;
  • ბაიასების დაძლევის ხერხები.

სასარგებლო რესურსები: What Is Cognitive Bias? (verywellmind.com), (831) Why Do Our Brains Love Fake News? – YouTube

დატოვეთ კომენტარი