ლაშა ხმალაძემ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს უფროსის თანამდებობა დატოვა, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” მან თავად დაუდასტურა.
მისი თქმით, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
“პირველი ივნისის შემდეგ, მე აღარ ვარ ხელმძღვანელი. ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა. პირადი მიზეზების გამო”, – უთხრა “მოზაიკას” ხმალაძეს.
ლაშა ხმალაძემ ამ სააგენტოში წლები იმუშავა. ის ჯერ დირექტორის მოადგილე, 2019 წლიდან კი მისი დირექტორი იყო.
ხელმძღვანელის ცვლილების პარალელურად, აღნიშნული მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ფუნქციებიც შეიცვალა. კერძოდ, ის გორის განვითარების სააგენტოდ გარდაიქმნა და ამჟამად, მისი ხელმძღვანელის მოვალეობას თამაზ მაყაშვილი ასრულებს.
ამავე თემაზე: “როგორ მოხდა ჩემი შერჩევა, მერს უნდა კითხოთ” – მაყაშვილი სააგენტოს უფროსად საკუთარ დანიშვნაზე