2023 წელს შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილია 24 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ასევე, იგეგმება 3 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია, – ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნა ავრცელებს.
მიმდინარე წელს შიდა ქართლის რეგიონში შემდეგი საბავშო ბაღები აშენდება:
გორის მუნიციპალიტეტში
- სოფელ ვარიანის საბავშვო ბაღი;
- სოფელ შავშვების საბავშვო ბაღი;
- სოფელ ფლავის საბავშვო ბაღი;
- სოფელ ზერტის საბავშვო ბაღი;
კასპის მუნიციპალიტეტში
- სოფელ ფერმის საბავშვო ბაღი;
- სოფელ ოკამის საბავშვო ბაღი;
- სოფელ ლამისყანის საბავში ბაღი;
- სოფელ მეტეხის საბავშვო ბაღი;
- სოფელ ახალციხის საბავშვო ბაღი;
- სოფელ ქვემო გომის საბავშვო ბაღი;
- სოფელ თვალადის საბავშვო ბაღი;
- სოფელ ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღი.
ქარელის მუნიციპალიტეტში
- ქ. ქარელის საბავშვო ბაღი
- სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღი;
- სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი;
- სოფელ რუისის №1 საბავშო ბაღი;
- სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღი;
- სოფელ აბანოს საბავშვო ბაღი;
- სოფელ ქვენატკოცის საბავშვო ბაღი;
- სოფელ ბრეთის საბავშვო ბაღი;
- სოფელ წვერის საბავშვო ბაღი;
- სოფელ დვანის საბავშვო ბაღი;
ხაშურის მუნიციპალიტეტში
- სოფელ ცხრამუხას საბავშვო ბაღი;
- დაბა სურამის საბავშვო ბაღი.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
უწყების ცნობით, 2021-2022 წლებში შიდა ქართლში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო 8 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დატოვეთ კომენტარი