ხაშურში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ელექტრო სადენები ღობეზეა დაშვებული.
ვითარების ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მოქალაქე ამბობდა, რომ სადენები საფთხის შემცველი იყო სტადიონზე მყოფი პირებისთვის.
ვიდეოს ავტორის პასუხად, ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ ელექტრო ენერგია ამ დროისთვის გათიშულია.
“თავის დროზე ელექტრო გაყვანილობა სტადიონზე სტანდარტების სრული დაცვით გაკეთდა. ეს ეხლა რაც გადაღებულია, ეგ სადენები არის დაზიანებული, რის გამოც ელექტროენერგია გათიშულია სატადიონზე. სადენები აღდგება ყველა სტანდარტის დაცვით”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.
დატოვეთ კომენტარი