ხაშურის მერიამ ევროპის და მსოფლიო ჩემპონის ლუკა მაისურაძის ბანერი ქალაქის ცენტრში ისევ დააბრუნა.
“პოლიციის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე დღით იყო გაკრული ბანერი პოლიციელების შესახებ. რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს მის შესახებ მე ინფორმცია არ მაქვს”, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, ხაშურის მერიამ თქვა, რომ ლუკა მაისურაძის და ტატო გრიგალაშვილის ერთობლივი ბანერის დადგმა ჰქონდათ გეგმაში. ეს განცხადება უწყებამ იმ მოქალაქეების საპასუხოდ გააკეთა, ვინც ქალაქში ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ტატო გრიგალაშვილის ბანერის დადგმასაც ითხოვდა.
დატოვეთ კომენტარი