მერეთსა და კარალეთში ორ ოჯახს ხის კოტეჯები გადაეცა. გორის მერიის ინფორმაციით, კოტეჯებით გორგიშელებისა და შავშიშვილების ოჯახები დაკმაყოფილდა.
“არჩილ შავშიშვილის ხუთსულიანი ოჯახი, წლების განმავლობაში ქირით, გორგიშელები კი ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. სულ მალე ისინი ხის კეთილმოწყობილ კოტეჯებში გააგრძელებენ ცხოვრებას”, – ამბობენ მერიაში.
უწყების ცნობით, ახალი საცხოვრისით მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახი დააკმაყოფილდა.
დატოვეთ კომენტარი