ახალი ამბები

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს რაიონებში არსებული ავტოსადგურები – ირაკლი ღარიბაშვილი

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, ქალაქებში, თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ავტოსადგურების რეფორმა უნდა განხორციელდეს, რომელიც წლის ბოლოს დაიწყება და წელიწად-ნახევარში დასრულდება.

“ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში, თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ამ სფეროში ევროპული სტანდარტები უნდა დაინერგოს. 

“ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს, ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი