ახალი ამბები

ბრენდირების სტრატეგიები რეგიონული განვითარებისთვის – გორში ბიზნეს ფორუმი გაიმართება 

30 ივნისს გორში ბიზნეს ფორუმი გაიმართება. გორის მერიის ინფორმაციით, Fireflies გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გამართავს ბიზნეს ფორუმს- ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის.

“ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური საუბრები ბრენდირების და მარკეტინგის მნიშვნელობის შესახებ ბიზნესის განვითარების გზაზე. ღონისძიების ფარგლებში შეგეძლებათ, მიიღოთ კონსულტაცია თქვენი ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე, გაესაუბროთ ადგილობრივ ასოციაციებს და მიიღოთ ინფორმაცია ბრენდირებისთვის დაფინანსების გზების მოპოვებაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

ფორუმი სასტუმროში “გორი ინნ”  14:00 საათზე გაიხსნება. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესს ფლობს ან მის ამუშავებას გეგმავს, ასევე ადგილობრივ მეწარმეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/dsCS4

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.