ახალი ამბები

კასპის 30-წევრიან საკრებულოს 21-თანამშრომლიანი აპარატი ემსახურება, რაზეც თვეში 28 677 ლარი იხარჯება 

ყველაზე მეტი ადამიანი, რეგიონის მასშტაბით, კასპის საკრებულოს აპარატში მუშაობს – 30-წევრიან საკრებულოს 21-თანამშრომლიანი აპარატი ემსახურება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 28 677 ლარი იხარჯება.

საშტატო ნუსხის მიხედვით, ამ 21 თანამშრომლიდან, 20 სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს და მათი ხელფასი, ბოლო სხდომაზე 242 ლარით გაიზარდა. შედეგად, თითოელი სპეციალისტის თვიური ანაზღაურება 1 331 ლარი გახდა. 

კასპის საკრებულოს აპარატში ხაშურთან შედარებით 12-ით მეტი, ქარელთან შედარებით 10-ით მეტი, ხოლო გორთან შედარებით 2-ით მეტი სპეციალისტია დასაქმებული. 

ჯამში, კასპის საკრებულოს აპარატში 21 თანამშრომელი, გორს – 19, ქარელს – 11, ხაშურს კი 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

დატოვეთ კომენტარი