ახალი ამბები

შიდა ქართლიდან ენმ-ს ყველაზე ხშირად თანხას ხაშურელები სწირავენ 

შიდა ქართლიდან, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თანხას ყველაზე ხშირად ხაშურელები სწირავენ. 

საჯარო მონაცემების მიხედვით, 2021 წლიდან დღემდე, პარტიას თანხა 7-მა ხაშურელმა შესწირა:

  • გოჩა ტარიელაშვილი – ხაშური, 80 ლარი
  • თამაზ ქართველიშვილი – ხაშური, 200 ლარი
  • ალექსანდრე შაქარაშვილი – ხაშური, 4 609 ლარი
  • ეკატერინე პაპუაშვილი – ხაშური, 5 250 ლარი
  • დავით გარადინსკი – ხაშური, 250 ლარი
  • ქეთევან ნასყიდაშვილი – ხაშური, 100 ლარი
  • გიორგი ქართველიშვილი – ხაშური, 18 000 ლარი

ხაშურელების გარდა, დროის იგივე მონაკვეთში, პარტიამ შემოწირულობა 2 გორელისგან და 2 ქარელელისგანაც მიიღო. 

  • ბექა ქორჩილავა – გორი, 3 480 ლარი
  • ნათელა ლომსაძე – გორი, 500 ლარი
  • მურთაზ ცისკაძე – ქარელი, 1 530 ლარი
  • ალექსი მეარაყიშვილი – ქარელი, 4 000 ლარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, ამ პერიოდში, თანხა არც ერთ კასპელს არ შეუწირავს. 

ჯამში, 2021 წლიდან დღემდე, ენმ-მ შიდა ქართლიდან სულ 37 999 ლარი მიიღო. ამაზე 25 000 ლარით მეტი კი ამავე პერიოდში “ქართულ ოცნებას” მხოლოდ გორელებისგან აქვს მიღებული. 

დატოვეთ კომენტარი