3 ივნისს, მარათონული გარბენი კასპშიც გაიმართება.
სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, მარათონი კოსტავას ქუჩაზე მოეწყობა.
“ასაკი და სქესი შეზღუდული არ არის. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ 3 ივნისს დილის 11 საათიდან ქ.კასპის კულტურის სახლთან”, – წერს კასპის მერიის ა(ა)იპ.
უწყების ცნობით, გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამახსოვრო პრიზები და ფულადი ჯილდოები.
მარათონი კასპში 12 საათზე დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი