სტატიები

გორში შუალედური არჩევნები ტექნოლოგიური სიახლით ჩატარდება – დისკუსია გორში 

“საქართველოსთვის არის ისტორიული მომენტი. წლის ბოლოს ველოდებით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და ვიცით, რომ ევროკავშირის პრიორიტეტებიდან და რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი იყო საარჩევნო რეფორმა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაკიკვრდებით როგორ ხორციელდება ეს პროცესი”, – განაცხადა ნინო დოლიძემ, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა დღეს, გორში ყოფნისას. 

ორგანიზაციამ შეხვედრა  ელექტრონულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქვეყნაში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობას მიუძღვნა. საუბარი შეეხო იმ ცვლილებებსაც, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის საქართველოში უნდა დაინერგოს. 

როგორც შეხვედრაზე ითქვა,  ტექნოლოგიურ სიახლეს გორი 2024 წლის არჩევანებამდე გამოცდის. 

“კენჭის ყრის პროცესში ორი ტიპის აპარატი იქნება შემოტანილი, ეს არის ვერიფიკაციის აპარატი და მეორე არის ხმის დათვლის და სკანირების აპარატი. ერთმა ავტომატიზირება უნდა მოახდინოს ამომრჩეველთა რეგისტრაციისა მეორე ახდენს ბიულეტინის დასკანერებას, ხმების დათვლას და შეჯამებას, თუმცა ხელით გადათვლაც რჩება. ეს არის ორი ძირითადი სიახლე, რომელიც ჩვენთან ინერგება. ამომრჩეველს სიახლე ექნება ბიულეტინის ფორმაში, ხმის მიცემის წესში, ბათილობის წესში და ა.შ”, – განმარტა “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა გიორგი მონიავამ. 

მისი თქმით, ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

“ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში ძალიან კარგია, ამან შეიძლება გაამარტივოს დააჩქაროს პროცესი, როგორვ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე ამომრჩეველისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისად იმ პრინციპების უზრუნველყოფა მოახდინოს ამ აპარატებმა რაც საარჩევნო კოდექსით და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, როგორიცაა ხმის ფარულობის პრინციპი, ერთი ხმის პრინციპი და ა.შ”, – აღნიშნავს იურისტი. 

შეგახსენებთ, რომ გორში შუალედური არჩევნები ახალი მაჟორიტარი-დეპუტატის ასარჩევად უნდა ჩატარდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.