ახალი ამბები

ხაშურის ხელისუფლებამ ბავშვთა დაცვის დღე „მომავლის სახლში” აღნიშნა 

ხაშურის ხელისუფლებამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე “მომავლის სახლში” აღნიშნა. 

მერიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ “მომავლის სახლის” აღსაზრდელებს საჩუქრები მიუტანა. 

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა, „მომავლის სახლის“ აღსაზრდელებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები მიუტანეს”, – აცხადებს ხაშურის მერია. 

უწყების ცნობით,  „მომავლის სახლში“ აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები