ცხრამუხის და ხაშურის საავტომობილო გზის მონაკვეთში, ტყის ზოლში მოქალაქეები ცხვარს ყიდიან, რაც ადგილობრივების ნაწილს არ მოსწონს. ისინი ანტისანიტარიაზე საუბრობენ და ითხოვენ, რომ ცხვარი მოვაჭრეებმა დასახლებული ადგილიდან მოშორებით გაყიდონ.
ამის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ.
“მართლა გაუსაძლისი, აუტანელი სუნი და მდგომარეობაა. ფეხით გადაადგილება უკვე შეუძლებელია, სასწრაფოდ ზომებია მისაღები. სავსეა ნაკელით და ტკიპით აქაურობა, მიაქციეთ ყურადღება”, – წერს ნაზი ნიკოლიშვილი
“ფეხით ვერ წახვალ, ისეთი სიბინძურეა. რა გახდა მაგათი სხვა ადგილზე გადარეკვა”, – წერს მანანა ჩაჩანიძე
“მაგ ცხვარმა მოსპო მანდაურობა, ჩემ ბავშვობაში სიცხეში ნაძვებს ვაფარებდით თავს, რას დაამსგავსეს”, – წერს ნინო კოპაძე.