ახალი ამბები

ქარელის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ფართი აჩუქა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ფართი უვადოდ გადასცა. ინიციატივას საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

“სასწრაფო სამედიცინო სამსახურისგან მომართვა იყო, რომ ჩვენ შენოba მათთვის 20 წლის ვადით გადაგვეცა, თუმცა ვინაიდან სასწრაფო სaმედიცინო სამსახური მუნიციპალიტეტისთვის საჭირო და აუცილებელი დაწესებულებაა, გადაწყვეტილება მივიღეთ, ფართი მათთვის უვადოდ გადაგვეცა”, – განმარტა ჯუმბერ შუბითიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ. 

დატოვეთ კომენტარი