ახალი ამბები

სეტყვა კასპის მუნიციპალიტეტში – დატბორილი სარდაფები და დახოცილი შინაური ფრინველი 

სეტყვამ კასპის სოფლებს გადაუარა . დასეტყვილია ზემო ხანდაკი, მეტეხი და ჩოჩეთი.

სტიქიამ განსაკუთრებით სოფელი ზემო ხანდაკის მაცხოვრებლები დააზარალა.

მოვარდნილმა ნიაღვარმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის სარდაფი დატბორა.

დახოცილია შინაური ფრინველი. სოფელში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფორმაციისთვის, სეტყვა აღნიშნულ სოფლებში წელს უკვე რამდენჯერმე იყო, განადგურებულია ხეხილის ბაღები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

დატოვეთ კომენტარი