ახალი ამბები

ავტობანზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავარიაა. როგორც  “მოზაიკას” თვითმხილველმა აცნობა, ატოსაგზაო შემთხვევა სოფელ ურბნისთან მოხდა.

“ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს პოლიცია იძიებს.

დატოვეთ კომენტარი