გორის ხელისუფლებას მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის 26 მაისი არ მიულოცავს.
მუნიციპალიტეტის პირველი პირები გორში სტუმრად მყოფ განათლების მინისტრს დახვდნენ და დროშის აღმართვის ცერემონილიაში მიიღეს მონაწილეობა.
იმის მიუხედავად, რომ მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში სცენა იყო მოწყობილი და ღონისძიებ იმართებოდა, არც მერს და არც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეკრებილი საზოგადოებისთვის არ მიუმართავთ და დამოუკიდებლობის დღე არ მიულოცავთ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მოქალაქეებს 26 მაისი მხოლოდ სოციალურ ქსელში, ერთი და იგივე ტექსტით მიულოცეს.
დატოვეთ კომენტარი