ადამიანები ისტორიები

“ბეთლემი” – ხაშურში დამოუკიდებლობის დღეზე 25 წლის შემდეგ აღდგენილმა ბენდმა დაუკრა

ხაშურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 25 წლიანი პაუზის შემდეგ, ბენდმა “ბეთლემი” დაუკრა. ბენდის წევრები ადგილბრივი მუსიკოსები არიან და მათი ისტორია 1996 წლიდან იწყება – 5 მეგობარი შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ საინტერესო მუსიკა ეკეთებინა.

“მოზაიკასთან” საუბარისას, ბენდის ერთ-ერთი წევრი დიმა ზავარინი აღნიშნავს, რომ ჯგუფმა დაარსებიდან მხოლოდ ორ წელს იარსება, რიგი პრობლემების გამო, მუსიკოსები დაიშალნენ და სხვადასხვა პროფესიებში მოსინჯეს საკუთარი ძალები.

“მაშინ მოგეხსენებათ, რთული პერიოდი იყო და ჩვენც ვერ მოვახერხეთ ბენდის შენარჩუნება, ასე 2 წელში დავიშალეთ. 25 წლის შემდეგ, ისევ აღვადგინეთ ჩვნი ბენდი და სიტყვა ვთქვით, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით “ბეთლემიც” იარსებებს, იმედია ხელშეწყობაც გვექნება. ყველა დასაქმებული ვართ და სამსახურის მერე სახლებში კი არა, სარეპეტიციოში მოვდივართ და ვმუშაობთ, რომ ჩვენი მუსიკა გავაუმჯობესოთ”, – გვიყვება დიმა.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ბენდის წევრები ხაშურში დასკვნით ღონისძებაზე, იმღერეს

“ამდენი წლის შემდეგ ჯგუფის წევრები კვლავ შევიკრიბეთ, ჩვენი  ძალებით და ფინანსებით, ჯგუფი კვლავ აღვადგინეთ და დღეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 25 წლიანი პაუზის  შემდეგ პირველად წარვსდექით საზოგადოების წინაშე”, – ამბობს დიმა.

ბენდის წევრების თქმით, დღევანდელ დღეს მაყურებდილის წინაშე გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან მათი რეპერტუარი საქართველოს და მის თავისუფლებას ეძღვნება.

“ჩვენი ყველა სიმღერა საქართველოს და ქართველებს ეძღვნებათ. ჩვენთვის სამშობლო არის ჩვენი ოჯახი. 26 მაისს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და ამ დღეს ჩვენთვის ეს დატვირთვა აქვს. ჩვენ თუ თავისუფლები, დამოუკიდებლები ვიქნებით, ვერავინ ვერ გვეტყვის თქვენ ეს დაუკარით, თქვენ ეს იმღერეთ. ცხოვრებაშიც ასეა, როგორც მუსიკაში, ჩვენ ასე ვცხოვრობთ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი