ახალი ამბები

26 მაისს, 00:00 საათზე გორის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება – ტრანსპორტი შემოვლითი გზით იმოძრავებს

26 მაისს გორის ცენტრალურ გამზირზე ავტომობილების მოძრაობა შეიღუდება.

როგორც “მოზაიკას” გორის მერიაში უთხრეს, ავტომობილები და მუნიციპალური ტრანსპორტი შემოვლითი გზით ისარგებლებს.

“ღამის 12:00 საათზე დაიკეთება ცენტრალური ქუჩა და მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ცენტრზე გადის, შემოვლითი გზით ისარგებლებს. თუმცა სტალინის სახლმუზეუმიდან წამოსულ ავტომობილებს, შუქნიშანზე მარჯვნივ და მარცხნივ მოძრაობა შეეძლებათ, გახსნილი იქნება მესამე სკოლის ქუჩაც. ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა 24 საათის განმავლობაში იქნება შეზღუდული” – განმარტავენ მერიაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები