ახალი ამბები

ქარელის მერია სანიაღვრე არხების მოწყობას გეგმავს – ჩამონათვალი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის კი  36 982 ლარი გაითვალისიწინა. 

უწყება გეგმავს, რომ სანიაღვრე არხები მოაწყოს, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. 

  • ქარელში ჭავჭავაძის ქუჩის შესახვევში სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 4 985 ლარი;
    ქარელში თამარ მეფის ქუჩა N51 – ში მდებარე საერთო საცხოვრებლის ეზოში წყალსაწრეტის მოწყობა ღირებულებით – 2 230 ლარი;
  • სოფელ დირბში სარწყავ – სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 11931 ლარი;
  • სოფელ ურბნისში (ტაძრის მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 3 446 ლარი;
  • სოფელ აბისისთავში სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 9 629 ლარი;
  • სოფელ ბებნისის მეურნეობაში კორპუსის კანალიზაციის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 4 761 ლარი.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.