საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები 140 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს.
“ნამდვილი თუ მოგონილი?!” – ასე ერქვა სემინარს, რომელსაც კომუნუკაციების კომისია ატარებდა. როგორც კომისია ამბობს, შეხვედრების ფარგლებში, მოზარდებმა მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
“სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაზე, დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი