კულტურის სამინისტრომ ერისთავის თეატრს მიკროაბტობუსი აჩუქა. ავტობუსები დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკითაა გაფორმებული.
სამინისტროს ცნობით, დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ანალოგიური საჩუქარი საქართველოს 11-მა თეატრმა მიიღო.
“ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს მათ, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და გახადონ თეატრი საყოველთაო”, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.
კულტურის სამინისტრომ თერთმეტი მიკროავტობუსის შესყიდვაზე 1 149 182 ლარი დახარჯა.
დატოვეთ კომენტარი